2011 წლის 2 ივლისს შედგა გიმნაზიის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა დაჯილდოება.
2011 წლის 2 ივლისს შედგა გიმნაზიის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა დაჯილდოება.
გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა და წმინდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის პირველი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის მასწავლებლის, თეა გოგიჩაიშვილის მიერ ორგანიზებულ გრძელვადიან ღონისძიებაში ,,მე მიყვარს კითხვა”. მოსწავლეები კითხულობდნენ მასწავლებლის მიერ შერჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, უყვებოდნენ ერთმანეთს, გამოთქვამდნენ აზრს წაკითხულის შესახებ. ამგვარმა მუშაობამ ხელი შეუწყო კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარის გაუმჯობესებას, წიგნისადმი ინტერესის გაჩენას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
საწავლებელში საგიმნაზიო გამოცდები დაიწყო 16 ივნისს და 24 ივნისს დასრულდა.
10.06 - 14.06 და 18.06 - 21.06 გიმნაზიაში თბილისის ილიას უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს ტრენინგი პროფესიულ უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მიზნით. სასწავლებლის პედაგოგებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ლექციები და აქტიურად მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ სამუშაოებში.
დღეს, 14 ივნისს, გიმნაზიაში სასწავლო წელი დამთავრდა. მოსწავლეებს არდადეგების დაწყება მიულოცა და სიგელები გადასცა სასწავლებლის დირექტორმა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ. სიგელები გადაეცათ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს წარჩინებული სწავლისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის. დაჯილდოვდნენ პროექტ ,,გონიერში", პროექტში ,,ვიმეგობროთ წიგნთან", ასევე კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები. უფროს კლასელთათვის სასწავლო წელი ჯერ კიდევ გრძელდება. მათ წინ გამოცდები ელით.
ანდრია პირველწოდებულის სახელობის IX კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნებასა და გეოგრაფიაში. (ხელოვნების მასწავლებელი ქ. ლობჟანიძე, გეოგრაფიის მასწავლებელი ლ, ყეინაშვილი) თემაზე: საქართველოს კუთხეები და მისი კულტურული ღირსშესანიშნაობები.
უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის VIII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში
ფლეიტაზე დაუკრა ერეკლე ლომსაძემ, მარიამ მინდიაშვილმა და შოთა და იზა მშვიდობაძეებმა კი ფორტეპიანოზე შეასრულეს საკონცერტო ნომრები. მაყურებელმა გულთბილად მიიღო ახალგაზრდა შემსრულებელთა შემოქმედება.
გორი, სამეფო ქ. #5
dummy+995 (0370) 27 0432
dummy gori.gimnazia@gmail.com
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90