ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის VII-X კლასის 91 მოსწავლიდან მიმდინარე სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 49 მოსწავლემ მიიღო.
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის VII-X კლასის 91 მოსწავლიდან მიმდინარე სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 49 მოსწავლემ მიიღო.
24 ნოემბერს წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის მესამე კლასმა (კლასის ხელმძღვანელი მ. კაპანაძე) მშობლებს და მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლა.
სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ 13 ნოემბერს უმასპინძლა, სამთავისისა და გორის ეპარქიის მოქმედი ტაძრებისა და ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრის მგალობელთა გუნდებს.
ჩვენი სასწავლებელი, დღეს , 2011 წლის 30 ოქტომბერს ხუთი წლის გახდა. გიმნაზიაში მობრძანდა და საზეიმო წირვა აღავლინა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
გიმნაზიაში ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად ტარდებოდა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
24-28 ოქტომბერი, 2011 წელი
24 ოქტომბერი, ორშაბათი, 13 საათი 50 წუთი
ლიტერატურული საღამო „ვაჟას ცხოვრება და მოღვაწეობა“ - წმ. ნიკოლოზის სახელობის მე-4 კლასის, წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-5 კლასის, წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის მე-5 კლასის, ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის მე-6 კლასისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-6 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით (მასწავლებლები მ. მელიქიშვილი, მ.კაკაურიძე, თ.გოგიჩაიშვილი)
2011 წლის 28-29 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი), შეხვედრა გამართა გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლებთან. შეხვედრაზე განიხილეს, დისციპლინარული და საორგანიზაციო საკითხები. მამა ბორისმა აღნიშნა, რომ მისი კარი მუდამ ღიაა მშობლებისათვის და მზადაა დაეხმაროს მათ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში.
23 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიას ეწვია კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მთავარეპისკოპოს ქრიზოსთომოსის მეთაურობით. სტუმრებთან ერთად გიმნაზიაში მობრძანდნენ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირნი: მიტროპოლიტი ანდრია, მიტროპოლიტი გერასიმე, მიტროპოლიტი თეოდორე, მიტროპოლიტი საბა, პროტოპრესვიტერი გიორგი, აგრეთვე სამთავისისა და გორის ეპარქიის სასულიერო დასი.
14 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიაში სასწავლო პროცესი განახლდა. გიმნაზიაში მობრძანდა სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია. მან გიმნაზიის მოძღვართან, მამა იოანესთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სასწავლო წლის დაწყების წინ პარაკლისი გადაიხადა. დალოცა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დიაკვანი ბორისი (ვიჩიპეროვიჩი).
გორი, სამეფო ქ. #5
dummy+995 (0370) 27 0432
dummy gori.gimnazia@gmail.com
ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია
ს.კ 218082848
ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22
ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90