სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში

2018 წლის 20 თებერვალს წმ. მეფე დავითის სახელობის მე-6 კლასში ჩატარდა სამოდელო ინოვაციური გაკვეთილი მათემატიკაში (მასწავლებელი რუსუდან მღებრიშვილი).

გაკვეთილი G-PriEd-ის ტრენინგზე ნასწავლი „ევრისტიკული მეთოდის“ გამოყენებით ჩატარდა. აღნიშნული მეთოდი სიახლეა ჩვენი გიმნაზიისათვის. გაკვეთილის თემა იყო: ,,წრეწირების ურთიერთგანლაგების შემთხვევები“. გაკვეთილის სასწავლო მიზანი იყო, მოსწავლეებს შეძლებოდათ სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთგანლაგების გამოსახვა და აღქმა, ნახაზზე დატანა, შედარება, აზრის გამოთქმა. მასწავლებლის მიერ ჩატარებულმა გაკვეთილმა ხელი შეუწყო მოსწავლეებს ძველ ცოდნაზე დაეშენებინათ ახალი, აღმოჩენით გაეღრმავებინათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული ცოდნა და თამამად გამოეთქვათ აზრი აღმოჩენის შესახებ. ინოვაციური მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი სარგებელის მომტანი იყო როგორც ახალგაზრდა მასწავლებლისთვის, ასევე გაკვეთილზე დასწრე გამოცდილი კოლეგებისთვის: გამოცდილების გაზიარება, ევრისტიკული მეთოდის დანერგვა პედაგოგიურ პარაქტიკაში, ახალი იდეების გენერირება. გიმნაზიის პედაგოგებთან ერთად გაკვეთილს საზოგადოება „ბილიკის“ პროექტის კოორდინატორი და მწვრთნელები ესწრებოდნენ და აფასებდნენ.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება