ანდრია რაზმაძე, როგორც შესანიშნავი მოაზროვნე მათემატიკოსი, გატაცებული მკვლევარი- აღჭურვილი ძლიერი ნებისყოფით, კულტურით, ინტელექტით ხდება. მის კალამს სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომებიც ეკუთვნის, რომელსაც
დიდი თეორიული და პრაქტიკული ღირებულება აქვს. ანდრია რაზმაძე იყო ქართული უნივერსიტეტის დაარსების ინიციატორი, ჯგუფის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი და უნივერსიტეტის მათემატიკური ფაკულტეტის ფუძემდებელი და ჩვენი მათემატიკური კულტურის მამამთავარი. მან პირველმა დანერგა ქართულ მიწაზე დღეს ეგზომ ფართოდ გაშლილი მათემატიკური განათლება და აზროვნების კეთილშობილური ტრადიცია. ანდრია იყო იმ დროისათვის ამ ახლადფეხადგმულ მეცნიერების პირველი მზრუნველი, ქომაგი და თავგანწირული მფარველი.
ცხოვრების მთელი აზრი მდგომარეობს უცნობლობის უსასრულო დაუფლებაში, მარადიულ მისწრაფებებში, რომ მეტი ვიცოდეთ.პირველად მან აამეტყველა ქართველი ხალხის მშობლიურ ენაზე მათემატიკური სიტყვა, აზრი, მეცნიერება. მან პირველმა ითავა ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის დამუშავება და სტამბაშიც კი საჭირო ტექნიკური მუშაობის ჩატარება, ქართული მათემატიკური სიმბოლოების ნიშნაკების ჩამოსასხმელად.
ანდრია რაზმაძემ შექმნა ქართულ ენაზე პირველი მათემატიკური ლიტერატურა.
ანდრია რაზმაძეს განძრახული ჰქონდა დაეწერა მათემატიკური ანალიზის ვრცელი კურსი, მაგრამ ამ კურსის მხოლოდ ორი ნაწილის - „ანალიზის შესავალის“ და „ განუსაზღვრელი ინტეგრალის თეორიის“ გამოქვეყნება დასცალდა. მისი ეს ნაშრომები ქართული მეცნიერების ოქროს ფონდშია შესული.
ანრია რაზმაძე გარდაიცვალა 1929 წელს. იგი სავსე იყო ახალგაზრდული მეცნიერული ძალ-ღონით. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.
ანდრია რაზმაძის უდროოდ გარდაცვალება დიდი დანაკარგი იყო, როგორც ქართული მათემატიკური კულტურისათვის, ასევე მთელი პროგრესული მეცნიერებისათვის.
ემილ ზოლა