1912 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. 1918 წელს მიიწვიეს მათემატიკური ანალიზის კათედრაზე
ასისტენტად ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში.
აღსანიშნავია, რომ არჩილ ხარაძემ პირველმა წაიკითხა ქართულად ლექცია მათემატიკაში. 1922 წელს ჩააბარა სადოქტორო გამოცდები და დატოვეს დოცენტად მათემატიკური ანალიზის კათედრაზე, რომელსაც განაგებდა ანდრია რაზმაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ არჩილ ხარაძე აირჩია პროფესორად და დაამტკიცეს კათედრის გამგედ. ერთხანს იყო დეკანიც, ხოლო 1938-1944 წლებში იყო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1947-1952 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.
არჩილ ხარაძე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მათემატიკურ საზოგადოებას. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის და საპატიო ნიშნების ორდენებით და მედლებით.
არჩილ ხარაძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ქართულ მათემატიკურ სკოლას საფუძველი ჩაუყარა ოთხმა დიდმა მეცნიერმა: ანდრია რაზმაძემ, გიორგი ნიკოლაძემ, ნიკო მუსხელიშვილმა და არჩილ ხარაძემ. ამ მათემატიკური პორიფეების მეშვეობით შემდგომში ჩამოყალიბდა საქართველოს ძლიერი მათემატიკური მეცნიერება.
მათემატიკის უმაღლესი დანიშნულებაა, ვიპოვოთ წესრიგი იმ ქაოსში, რომელიც ჩვენს გარშემოა.
ნ. ვინერი