სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

უკანასკნელი სიახლეები

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის რექტორს, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ვარშავის უნივერსიტეტმა 2018 წელს წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია

მიანიჭა. საბჭოს გადაწყვეტილებით პრემია გაიცა საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ისტორიული გიმნაზიის აღდგენის, ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის სრული შრომების ქართულ ენაზე გამოცემის მხარდაჭერისთვის, ასევე, ვარშავის უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კავშირების დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემს. პრემია მის ლაურეატების იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომელებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ჯილდო მეათე საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის, მარტვილის პანაღიის ასლია, მარგალიტის თვლებითა და მინანქარით დამშვენებული, ოქროსა ვერცხლში მოოჭვილი, სადაც წმ. გრიგოლის ხატია გამოსახული. პრემია და მის ლაურეატებს ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართველოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გადაეცემათ, რომელიც ვარშავაში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიმართება. ვულოცავთ მიტროპოლიტ ანდრიას მისი მოღვაწეობის ასეთ შეფასებას და წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ჯილდოს მიღებას!

საკონტაქტო მონაცემები

საქართველო, შიდაქართლი, გორი, სამეფო ქ. 5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და იყავი მუდამ საქმის კურსში

Search