სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

გიმნაზიელი მკვლევრები „სამეცნიერო პიკნიკზე“

გიმნაზიის ნორჩ მკვლევართა კლუბი „ქიმიკოსი XXI“ ილიას უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის წევრია და მუდმივად ჩართულია ილიას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში (კლუბის მეურვე, ქიმიის მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი)

2023 წლის 30 სექტემბერს გიმნაზიელები ტრადიციულად მონაწილეობდნენ „სამეცნიერო პიკნიკში“, რომელიც თბილისში, ილიას უნივერსიტეტის თაოსნობით, ღია ცის გაიმართა. გიმნაზიელებმა, სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, „სამეცნიერო პიკნიკზე“ წარადგინეს სახალისო აქტივობები, ასევე მათ მიერ შემუშავებული, მდგრადი განვითარების მიზნებზე დაფუძნებული კონკურსები, თამაშები, რითაც დამთვალიერებლების ინტერესი და ორგანიზატორების შექება დაიმსახურეს. ახალგაზრდა მკვლევართა საქმიანობის აღსანიშნავად ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას ილიას სახელობის უნივერსიტეტისგან სერტიფიკატი გადაეცა.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება